Aston Martin-ის ხელმძღვანელმა ენდი პალმერმა განაცხადა, რომ მარკის ყველა კლიენტს, რომელიც ჰიპერქარ Valkyrie-ს რიგში ადგილს გაყიდის, შავ სიაში შეიტანს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
პალმერმა ერთ-ერთ მომხმარებელს Woodsypedia-ს სწორედ ამ გზით გასცა პასუხი, რომელმაც ტოპ მენეჯერს თხოვნით მიმართა და განუცხადა, რომ ბრენდის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ხელს „სპეკულიანტები” უშლიან, მაგალითად კი დუბაიში დებარე სადილერო ცენტრის Knight International-ის მიერ განთავსებული განცხადების ლინკი მოყავს.
განცხადების თანახმად, ფირმის სახელზე დარეზერვებულია ჰიპერქარი Valkyrie, რომელსაც ის 2019 წელს მიიღებს. დილერი წერს, რომ ეს მომგებიანი ინვესტიციაა, რადგან პრემიერის შემდეგ ავტომობილი გაძვირდება.
ენდი პალმერმა მომხმარებლის თხოვნას ასე უპასუხა: „მეეჭვება მათ რიგში ადგილი ჰქონდეთ, თუმცა თუკი იმის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ვის გადასცემს ადგილს, ის ავტომობილს დაკარგავს. თუკი ადგილი გაიყიდება, სხვა ავტომობილს ისინი ვეღარ მიიღებენ”.
Aston Martin ჰიპერქარ Valkyrie-ს კომპანია Red Bull-თან ერთად ამზადებს. სულ ასეთი 150 ერთეული გამოვა საერთო სარგებლობის გზებისთვის, ხოლო 25 სატრეკო ვერსია დამზადდება. ავტომობილის სიმძლავრე 1130 ცხენის ძალაა, ხოლო ავტომობილის წონა 1030 კილოგრამი.