LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმე რჩება ქვეყანაში? – „მწვანე ბარათის” გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა

568
maxresdefault

ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მწვანე ბარათის გათამაშებაში ერთვებიან და მაგალითად თუკი 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ Turebi.ge-ის დირექტორმა ნიკო გოგოლაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს სტატისტიკა წელს კიდევ უფრო მზარდია: თუკი ავიღებთ გათამაშების დაწყების პირველ სამ კვირას, ორჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა. „იმდენი შეტყობინება შემოდის სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან, მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა”, – ამბობს ნიკო გოგოლაძე.

Turebi.ge-ის დირექტორ ტურისტულ ვიზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გაზრდილია მათზე მოთხოვნაც აშშ-ს მიმართულებით. „2023 წლის თებერვლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის. სტატისტიკა მზარდია მექსიკაზეც და პოლონეთის სამუშაო ვიზაზეც“, – დასძენს Turebi.ge-ის დირექტორი.

ამავე თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში ლევან ჭითანავა. „2021 წლის “მწვანე ბარათის” გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა. ვინმე რჩება ქვეყანაში? რაც შეეხება მაჩვენებლებს, საქართველოს შემთხვევაში ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით მოგებულთა ყველაზე მაღალი 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც აღნიშნული ბარათი 1195-მა ადამიანმა მოიპოვა 122 109 მონაწილიდან. მას შემდეგ მოგებულთა მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა (1131). რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ის 2007 წელს დაფიქსირდა და 323 შეადგინა 26065 მონაწილიდან“, – წერს ლევან ჭითანავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g