LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინტაჟური კაბა და შავი ფეხსაცმელი ბადე კოლჰოტზე – ირინა შეიკისა და „შანელის“ პირველი კოლაბორაცია პოდიუმზე

247
page

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყურადღება კვლავინდებურად პარიზისკენაა მიპყრობილი, სადაც ამჯერად მოდის კვირეულის ფარგლებში „შანელის“ ჩვენება გაიმართა, რომელშიც პირველად მიიღო მონაწილეობა ირინა შიკმა. აღსანიშნავია, რომ მოდელმა ,,შანელთან” მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა, ესეც „ვოგის“ ფოტოსესიისთვის, ასე რომ თამამად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს შეიკისა და „შანელის“ სადებიუტო ჩვენებაა.

რაც შეეხება 36 წლის ტოპ-მოდელის ჩაცმულობას, მან ვინტაჟური კაბა მოირგო, რომელიც შავ თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი და წითელი ყვავილები ამშვენებდა. აღნიშნულ კაბას მან შავი ფეხსაცმელი და ბადე კოლჰოტი შეუხამა.

სერენა უილიამსი, დები ჰადიდები, ირინა შეიკი და სხვა ვარსკვლავები „ვოგის ვერცხლისფერ წვეულებაზე“ 

წლის შეხვედრა – კანიე უესტი „ყოფილ სატრფოს“, ირინა შეიკს წინდებით და ჩუსტებით შეხვდა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები