LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის შეხვედრა – კანიე უესტი „ყოფილ სატრფოს“, ირინა შეიკს წინდებით და ჩუსტებით შეხვდა

2158
page

გასული წლის ზაფხულში ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანის შესახებ არაერთხელ დაიწერა. წყვილი პაპარაცების ობიექტივში ორჯერ მოხვდა. თუმცა, მოგვიანებით მოდელმა გააცნობიერა, რომ რეპერთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა. მას შემდეგ წყვილის შესახებ ახალი არაფერი დაწერილა.

და აი, ლონდონში, მოდის კვირეულის ფარგლებში, „ბარბერის“ ჩვენებაზე მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. ირინა და კანიე ერთმანეთს ძალიან თბილად შეხვდნენ. რეპერმა ლამაზმანი მკლავებშიც კი მოიქცია. როგორც ჩანს, შეიკი წინააღმდეგი სულაც არ იყო, ის უესტს ბედნიერი და აღფრთოვანებული ღიმილით შეხვდა. მათი ფოტოები კი ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო.

აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი „ყოფილ სატრფოს“ ეპატაჟური იმიჯით შეხვდა. მას შავი ტანისამოსი ეცვა, კანიეს შავ წინდებზე, კრისტალებით გაფორმებული, თითში გასაყრელი ჩუსტები ამშვენებდა.

ირინა შეიკი კანიე უესტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა

„რაღაც მომენტში ის მიხვდა, რომ კანიე მას ვერ აკმაყოფილებდა“ – 2 თვიანი რომანის შემდეგ ირინა შეიკი და კანიე უესტი დაშორდნენ

ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები