რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცე ირინა შეიკისა და კანიე უესტის ფოტოებმა დაიპყრო. ისინი საფრანგეთში გადაიღეს. მას შემდეგ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ტაბლოიდების ინფორმაციით, წყვილის რომანი ხანმოკლე იყო, დაშორების ინიციატორი კი თავად შეიკი გახლდათ.
ახლახანს მოდელმა გამოცემა Highsnobiety-ს ინტერვიუ მისცა, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, თუ რას იტყოდა კანიე უესტთან რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, 35 წლის მოდელმა ასე უპასუხა:
„ხვალ ალბათ ჭორები გავრცელდება, რომ მე რომანი შვეიცართან მაქვს. იცით რა, ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაცეები მუდამ ხდება, უბრალოდ მე პირადულს ჩემთვის ვინახავ“, – განაცხადა შეიკმა.