2 თვის წინ ინტერნეტსივრცეში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. The Sun-ის ცნობით, ირინა შეიკსა და კანიე უესტს რომანი აქვთ. უესტი და შეიკი ერთად საფრანგეთში, პარკში სეირნობის დროს გადაიღეს. 44 წლის კანიემ და 34 წლის ირინამ რეპერის იუბილე ერთად, სასტუმრო Villa La Coste-ში აღნიშნეს.
თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი უკვე დასრულდა. ვარსკვლავები 2 თვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ სანდო წყარომ გამოცემა Peoples-ს განუცხადა. ინსაიდერის განცხადებით, პირად ცხოვრებისთვის დრო არცერთ მათგანს არ აქვს.
„რაღაც მომენტში ირინა მიხვდა, რომ კანიე მას ვერ აკმაყოფილებდა და ისინი კარგი წყვილი ვერასდროს იქნებოდნენ. ახლა დრო არცერთ მათგანს არ აქვს. თუმცა შეიკი და უესტი კარგ მეგობრებად რჩებიან“, – აცხადებს ინსაიდერი.