ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანმა ყველა მიმდინარე სიახლე დაჩრდილა, მათ შორის ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განახლებული რომანიც.
ახლახანს მოდელისა და რეპერის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის განცხადებით, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთადაა. ყველაფერი კი მარტში, რეპერი DMX-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაიწყო.
„ისინი უკვე რამდენიმე თვე ერთად არიან, მათი რომანის შესახებ კიმ კარდაშიანმა ყველაფერი იცის და სულაც არაა წინააღმდეგი“, – აცხადებს ინსაიდერი.
„მთავარია ირინა იყოს ბედნიერი“ – ბრედლი კუპერი შეიკისა და უესტის რომანს გამოეხმაურა