სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, კანიე უესტი და ირინა შეიკი ერთად სეირნობის დროს გადაიღეს. ისინი საფრანგეთში იმყოფებოდნენ, 44 წლის კანიემ და 34 წლის ირინამ რეპერის იუბილე ერთად, სასტუმროში Villa La Coste-ში აღნიშნეს.
ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს
რომანტიკული უქმეების შემდეგ წყვილი საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინციიდან ნიუ-ჯერსიში პირადი ვერტმფრენით დაბრუნდა. როგორც ჩანს, შეიკის იმედები გამართლდა და მან უესტთან საოცარი დრო გაატარა, ამაზე მოწმობს პაპარაცებისთვის აწეული ცერა თითიც, თუმცა აღნიშნულ ჟესტამდე ისინი ფოტოგრაფებს ისტერიკულად ემალებოდნენ, შეიკსაც და უესტსაც ქურთუკები ჰქონდათ თავზე წამოფარებული. როგორც ჩანს, შოუბიზნესს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს.
შეგახსენებთ, კანიე უესტი კიმ კარდაშიანს რამდენიმე თვის წინ გაშორდა, შეიკი და ბრედლი კუპერი კი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთად აღარ არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი დროს ერთად საკმაოდ ხშირად ატარებენ.