კიმ კარდაშიანთან 6 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ 44 წლის კანიე უესტმა ნუგეში ირინა შეიკის მკლავებში იპოვა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. უესტმა და შეიკმა საფრანგეთში რომანტიკული უქმეები გაატარეს.
ამ დროს კი მოდელის ყოფილი ქმარი, ბრედლი კუპერი 4 წლის ქალიშვილთან იმყოფებოდა. სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კუპერმა ექს-მეუღლის ახალ რომანზე გააკეთა კომენტარი. ამის შესახებ გამოცემა US Weekly წერს.
„ბრედლი ირინას ნებისმიერ არჩევანს სცემს პატივს, მას მხოლოდ ის სურს, რომ ირინა იყოს ბედნიერი “, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2019 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნეს.