LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქნები პირველი ქართველი ვინც ამას ჰოლივუდში გააკეთებს და ამას ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს მივუძღვნი“ – ლაშა მძინარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

288
Untitled design (5)

მსახიობი, კასკადიორი და მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი, რომელიც Taurus World Stunt Awards – კასკადიორების ოსკარის ჟიურის წევრია და ასევე აქვს პატივი Paramount Pictures Studio-ში წლევანდელი გამარჯვებული გამოაცხადოს, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც ლაშა მძინარაშვილი წერს, ის იქნება პირველი ქართველი, რომელიც ამას ჰოლივუდში გააკეთებს და ამ ნაბიჯს საქართველოს და ქართველ ხალხს მიუძღვნის.

„სამწუხაროდ ისევ ამ პოსტის დაწერა მიწევს !

დახმარება მჭირდება ფინანსურად 🙏

წელს გავხდი ჰოლივუდში Taurus World Stunt Awards⭐️ – კასკადიორების ოსკარის ჟიურის წევრი და ასევე მერგო პატივად გამოვაცხადო წლევანდელი გამარჯვებული, რომელიც Paramount Pictures Studio ში 11 მაისს გაიმართება!

ვიქნები პირველი ქართველი ვინც ამას ჰოლივუდში გააკეთებს და კიდევ ერთხელ ჩემს ქვეყანას, საქართველოს და ჩემს ხალხს მივუძღვნი 🇬🇪 .

დიდი ისტორიის დაწერა გამომივა რომ მოვყვე აქამდე მისასვლელი გზა როგორი სიძნელის იყო და ახლაც როგორი ბრძოლით გავდივარ ყველა ნაბიჯს, ამიტომ არ ვწერ დეტალებს. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ვასახელო ქვეყანა და გამოვიყენო შანსი ახალი გზების გასახსნელად, რომლითაც ისევ ვეცდები ჩემი ქვეყანა გავახარო. მესმის რომ ზოგიერთი ვერ ხვდება თუ რა წონის ამბავია ეს და ვინც კინოინდუსტრიაში ხართ ჩახედული მიხვდებით ყველაფერს.

მესაჭიროება მხოლოდ მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფარვა, რასაც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ ვუმკლავდები. თანხა შეადგენს დაახლოებით 7500 ლარს. ვისაც გექნებათ სურვილი რომ დამიდგეთ გვერდით, ქვემოთ მივუთითებ საბანკო რეკვიზიტებს, მცირედიც კი მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს! 🙏

საქართველოს ბანკი: #GE62BG0000000533801267

„თი ბი სი“ ბანკი: #GE92TB7366745064300031

მიმღები: ლაშა მძინარაშვილი“, – წერს ლაშა მძინარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g