LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქნებით მობილიზებულები“ – ენმ-ის აქციის პარალელურად „ალტ-ინფო“ მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავს

185
Untitled design (78)

ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პლატფორმა „ალტ-ინფო“ ხვალ, ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად  მხარდაჭერების მობილიზებას აპირებს.

6 ნოემბრის გეგმებზე  პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

„ნაციონალები” აპირებენ საკმაოდ დიდი ხალხის მასის მობილიზებას და აპირებენ სხვადასხვა პროვოკაციას, ისეთი, როგორიცაა ადმინისტრაციული შენობების დაკავება და შტურმი. ჩვენ, უბრალოდ, ვიქნებით მობილიზებულები.

რამდენიმე დღეა, გვაქვს კომუნიკაცია, რამდენიმე ათასი კაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში, საათ-ნახევარში შეიძლება, დათქმულ ადგილას გაჩნდეს. ხვალინდელ აქციას მართავს “ნაციონალური მოძრაობა” და აგრესია იქნება თუ რა იქნება, უნდა ჰკითხოთ მათ”, – განუცხადა კონსტატინე მორგოშიამ „ ტვ პირველს”.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g