LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები

127
fot (8)

„შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC).

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.

„მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან.

ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პრემიერი: მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო – ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი, საჭიროა ერთიანობა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!

პრემიერი: როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვისაც დედა ქალია, მამა კი – კაცი

პრემიერი: ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g