„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში ვიქტორია ბექჰემის 2023/24 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. პარიზს ოჯახი სრული შემადგენლობით ეწვია.
ამჯერად 48 წლის დიზაინერი პარიზის ქუჩებში საკუთარი ბრენდის შარვლით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 590 ევროა. აღნიშნულ „ლუქს“ მან ნაცრისფერი, ყელიანი სვიტერი შეუხამა, მის დახვეწილ იმიჯს კი ეფექტური ქამარი და დიდი ზომის მზის სათვალე ასრულებდა.
ვიქტორია ბექჰემი სამგლოვიარო სამოსით ვივიენ ვესტვუდის ხსოვნის საღამოზე