ვიქტორია ბექჰემმა ქალიშვილის საშობაო ბარათი გაავრცელა. ბექჰემების ოჯახმა საახალწლო სამზადისი დაიწყო და მასში ყველაზე აქტიურად პატარა ჰარპერია ჩართული. ვიქტორიამ ინსტაგრამზე ქალიშვილის ხელით დახატული მისალოცი ბარათის ფოტო გაავრცელა. ბარათზე ნაძვის ხე და მასთან მდგომი პატარა გოგონაა ასახული. ვიკიმ პოსტს წარწერაც გაუკეთა – „საშობაო ბარათების კონკურსი“.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ქსელში ჰარპერისა და დედამისის მიერ შესრულებული საშობაო ჰიტი – „All I Want for Christmas is You”-ც გავრცელდა. ტაბლოიდების ვარაუდით, საშობაო პოსტებს რეალურდ სულ სხვა მიზანი აქვს. საქმე ისაა, რომ ვიქტორიას ბრენდმა სპეციალური საახალწლო კოლექცია შექმნა და პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on
After a long day shooting u can’t beat afternoon cuddles .✨✨✨ Kisses on Friday x VB
A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on