LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემს „მაიამის დედოფლის“ სტატუსის მიღება სურს

169
ვიქტორია ბექჰემს „მაიამის დედოფლის“ სტატუსის მიღება სურს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ამერიკაში გადასვლას გეგმავენ. უფრო კონკრეტულად, კი წყვილს მაიამიში დასახლება აქვს გადაწყვეტილი. ინფორმაციას დღეს გამოცემა „მირორი“ ავრცელებს და წერს, რომ ვიქტორია ბექჰემს სურს, „მაიამის დედოფლის” სტატუსი მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მეუღლეები სამუდამოდ გადავიდნენ ბრიტანეთში, მათ უკვე გადაწყვიტეს, შეიძინონ 60 მილიონად შეფასებული სახლი მაიამიში, რომელსაც 13 სააბაზანო ოთახი, სამასაჟე სივრცე, კინოთეატრი, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და იახტებით აღჭურვილი ტერიტორია აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა წყვილის ეს გადაწყვეტილება კლუბის „ინტერ მაიამი“ ბიზნესს, რადგან დევიდ ბექჰემი ცნობილი საფეხბურთო კლუბის მფლობელია. ამ ეტაპზე მეუღლეები შვილებთან ერთად ლონდონში 31 მილიონ ფუნტად შეფასებულ თაუნჰაუსში ცხოვრობენ.

პარიზული „ლუქი“, ბრიტანული შტრიხებით – ვიქტორია ბექჰემის დახვეწილი გამოჩენა

„დევიდი ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე“ – 50 წლის ვიქტორია ბექჰემის ინტერვიუ და საოცარი ფოტოსესია „ვოგისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები