LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირტუოზი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

624
ლიანა ისაკაძე

გამოჩენილი ქართველი მევიოლინე, მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი, საქართველოს სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მუსიკოსის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ აქტიური კარიერა მცირე ასაკიდან დაიწყო. 10 წლის ასაკში, 1956 წელს გახდა რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი, 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, 1971 წელს კი მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი გახდა.

1981–1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

33 წლის ასაკში, ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსს, მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

ლიანა ისაკაძე აღიარებულია, როგორც საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინე. არის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.

1979 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ასევე დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია – წარდგენა ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g