დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ფაიზერს ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს“, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.
როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, კოსმეტიკური “ფილერი” არ შეიძლება იყოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენება.
“ბევრი ადამიანი მწერს და მირეკავს ფილერებთან დაკავშირებით. კერ კიდევ ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ასევე ფაიზერთან მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს.
დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ის უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან”. – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოიტანეს.
ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც “ფაიზერით” პირების იმუნიზაცია მოხდება.
„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას