ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საკუთარი „ფეისბუქ“-გვერდის საშუალებით ახალი აქცია დააანონსა. ის იწვევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წიგნის პოპულარიზების სურვილი აქვს და სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოში წიგნის წასაკითხად იცლიან.
„გიწვევთ აქციაში – “ჩვენ გვიყვარს წიგნები”.
აქციის პირობა ასეთია – დღეიდან (17.08.2015) ავიღოთ ნებისმიერი შინაარსის წიგნი და წავიკითხოთ. კითხვის დროს გადავიღოთ ფოტო და ფბ-ზე გამოვაქვეყნოთ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოვიწვიოთ არანაკლებ 5 ადამიანი.
კიდევ ერთი პირობა: როდესაც ფბ-ზე ფოტოს დავდებთ, ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვათ, რას ეხება წიგნი, ან რომელი გმირი მოგვეწონა (თუ მხატვრული წავიკითხეთ).
სასურველია, ეს იყოს ახალი წიგნები, რადგან ძველი წიგნების უმრავლესობას დიდი ნაწილი იცნობს.
უმრავლესობა ზღვაზეა, დასასვენებლად არის, ან ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და წიგნის წასაკითხად დიდი დრო რჩება. ასე რომ, ეს საკითხავად კარგი დროა“. _ წერს გოგა ჩანადირი. მან აქციაში მონაწილეობის მისაღებად 26 ადამიანი გამოიწვია.
ნინო მურღულია