LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლ ჯგუფმა“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის ღონისძიებები გამართა

68

 

„ვისოლ ჯგუფმა“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის  საზოგადოების ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობები  და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სახალისო ღონისძიებები გამართა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გაეროს 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და მის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში განთავსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე საზოგადოებას დღის სიმბოლოს – ფერადი „წინდის“ შემჩნევის შესაძლებლობა მიეცა.  „სმარტის“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ მოლარე ოპერატორები კი  მომხმარებლებს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ლოგოთი დამშვენებული მაისურებით მოემსახურნენ.  „ვენდის“ ვაკის რესტორანმა კი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სახალისო ღონისძიება გამართა და საკვირაო სკოლა „რებუსის“კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად მათ საინტერესო აქტივობებით სავსე დღეს აჩუქა.

„ვისოლ ჯგუფს“ სურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რადგან ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან ერთად „ვქმნით უკეთეს მომავალს“ და ნებისმიერი აქტივობა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება საზოგადოების ყველა წევრისათვის თანასწორი, ჰარმონიული და კეთილგანწყობილიგარემოს შესაქმნელად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გვსურს ამ პროცესის მონაწილე ვიყოთ“,-  განაცხადა  „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები