LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

98
გუდაური ფოტო

27 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. სანახაორბრივ რბოლაში გამარჯვებულებს „ვიანორისგან“ „ნოკიანის“ პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და ფრანგული „ტოტალის“ საავტომიბილო ზეთები. „ვისოლისგან“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავი და „რედკოსგან“ ორ ღამიანი საგზური ორ პერსონაზე სასტუმროში New Gudauri Resort Residences and Spa by Redco -ში ერგოთ.

სამოყვარულო წყვილთა რბოლაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იღებდა მონაწილეობას.

ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ „ნოკიანის“ ცნობილი ბრენდის ზამთრის საბურავების ფართო არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში,  თოვლში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზების მისაღებად თავს არ ზოგავდენ. „ვისოლ ჯგუფის თასი“ გუდაურში უკვე მესამედ ტარდება.

„ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი – BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენა მოაწყო.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g