LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლი“ განმარტავს რატომ ამოჭრეს რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები

439
ანდრო ჭიჭინაძე

კომპანია „ვისოლი“ განმარტავს, თუ რატომ ამოიღეს სარეკლამო რგოლიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრები.

როგორც „ვისოლი“ აღნიშნავს, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ინფორმაცია კი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანდროს კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი და დეზინფორმაცია.

„მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა „ვისოლის“ ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში.

რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი.

ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან“,-განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g