„ვისოლი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს და კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო კომპლექს “ისთ ფოინთის” მიმდებარედ გაზგასამართ სადგურს ხსნის.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალგახსნილი გაზგასამართი სადგური 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული 65 მილიონი დოლარის სინდიცირებული სესხის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის საფუძველზეც „ვისოლი“ გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს განავითარებს საქართველოში.
„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს ადგილობრივ მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკონომიური საწვავიც შევთავაზოთ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების არასტაბილურობამმოთხოვნა ავტოგაზზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფმა“, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა გააფართოვოს ინტეგრირებული ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ქსელი“, – განაცხადა “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
ახალი გაზგასამართი სადგურების მშენებლობისათვის „ვისოლმა“ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა. მაღალტექნოლოგიური საწვავის მიწოდების ავტომატიზაციის სისტემა, რომლითაც „ვისოლის“ ყველა ავტოგასამართი სადგურია აღჭრვილი, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას და კომფორტულს ხდის მათ „ვისოლში“ სტუმრობას.
ახლად გახსნილ გაზგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურის ოპერატორებს დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.
