LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლი საახალწლო საჩუქრების ბიუჯეტს ბორჯომის ტყის აღდგენას მოახმარს

34

”ვისოლი“ საახალწლო აქციის ფარგლებში 26 დეკემბერს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე, ბორჯომის ტყე-პარკში ნაძვის ხეებს დარგავს და ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და ახლახანს ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარს.

 „ვისოლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული, წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელებთ საახალწლო აქციასაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, გვსურს ამ ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთოთ, რადგან, ვფიქრობთ,  ეკოლოგიაზე ზრუნვა მათთან საერთო ღირებულებაა“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

შეგახესენებთ, „ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის – ევრო 6-ის საწვავის   რეალიზაციის   გარდა,   2007   წლიდან   მთელი   ქვეყნის   მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების   დანერგვას,  ელექტრომობილების დამტენი სადგურების   ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g