LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა სჭირდება?“ – ლექსო ლაშქარავას დედა

683
BeFunky-collage (16)

„ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს? ჩემთვის არ გაშავდება, თუ ჩემი 10 წლის შვილიშვილისთვის, რომელსაც მამა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. რა ემატებათ ამით, მე ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები. არ სცემეს, არ სჭირდა არაფერი, რაც სჭირდა?“, – ამის შესახებ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლექსო ლაშქარავას ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა.

„არ გაკეთდა ეს ოპერაციები, არ ჩაუმტვრიეს ძვლები? რისთვის უკეთებდნენ გამაყუჩებლებს, იმიტომ რომ საშინელი ტკივილები ჰქონდა.

გაიტაცეს, ლიფტში ვეღარ შეეტივნენ. მერე გამოიყვანეს ფეხით, ასე ცელოფანში გახვეული ჩემი შვილი. ყველაფერი დამთავრებულია. მე ამ წუთშიც აღარ ვიყო, ის მირჩევნია. მის შვილს რატომ უნდა გაუტყდეს სახელი. რა უნდათ ამით, რატომ უნდა გადაფარონ. ღმერთმა ყველას ისე გადაუხადოს, როგორც ეკუთვნის“, – განაცხადა ლექსო ლაშქარავას დედამ.

შეგახსენებთ, 11 ივლისს, გამთენიისას ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები