ლენუკა ყიფშიძე აქვეყნებს ფოტოს თეონა ჭანტურიასთან ერთად, რომელმაც თაღლითობის შედეგად, ბინა დაკარგა და საზოგადოებას მისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს:
„ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ალბათ გახსოვთ თეონა ჭანტურია, რომელსაც „მეგობარმა” თაღლითობით ბინა დააკარგვინა და ავადმყოფ მამასთან ერთად ქუჩაში დატოვა. თქვენი თანადგომით თეონამ დროებითი თავშესაფარი იშოვა და მამასაც უმკურნალა, მაგრამ ახლა ამ დროებით თავშესაფარსაც კარგავს და კვლავ ღია ცის ქვეშ რჩება. დიდი მორიდებით გთხოვთ დახმარებას. თქვენი მცირედი შენატანიც კი ორ ადამიანს იხსნის დიდი განსაცდელისგან. წინასწარ გიხდით მადლობას!..
მიმღები: თეონა ჭანტურია
#GE07TB7298045061100019“
