LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზე თქვი მონაო? ვუპასუხე თქვენს მეუღლეზეთქო და ამაზე გამარტყა ხელი სახეში” (ვიდეო)

391
ირაკლი არეშიძე

სოციალურ ქსელში ირაკლი არეშიძე, რომელსაც ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ სახეში ხელი გაარტყა, პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად განმარტავს რის გამო მოხდა დაპირისპირება.

„მოკლედ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დღევანდელმა ვიდეოებმა.

20 ივნისის აქციის მონაწილე ამბობს, რომ ქუცნაშვილის ცოლმა მას ხელი გაარტყა

შემთხვევა გონიოში მოხდა, სადაც ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად ისვენებს.


მინდა განვმარტო, რომ ზაქარია ქუცნაშვილს შევხვდი დილით მეუღლესთან ერთად საუზმობდა. ხმა არ ამომიღია, რადგან მარტო არ იყო და იმ ქალბატონის დასტრესვა არ მივიჩნიე სწორად. შემდეგ, უკვე როცა მარტო იყო და ჩემს ნაცნობ ქალებთან კამათობდა, მხოლოდ მაშინ ჩავერიე, აივნიდან დავინახე. ვიფიქრე, სანამ ჩავალ მესამე სართულიდან (ქართული მეოთხედან), აივნიდანვე დავუძახებ რასაც ვფიქრობდი: 1) რომ არის გავრილოვის, პუტინის და ბიძინას მონა, 2) რომ მის გამო დღემდე ხალხი ციხეშია, 3) გავახსენე თვალდათხრილები. სულ ეს იყო. მონა რამდენჯერმე გავუმეორე. ჩამოდი ერთი ქვევითო, მეძახდა. როცა ჩავედი, დამინახა ჩემოდნებს ვაბინავებდი და მომვარდა ცოლთან და დაცვასთან ერთად. თვითონ ჩუმად იყო, ცოლი აქტიურობდა: ვიზე თქვი მონაო – ვუპასუხე თქვენს მეუღლეზეთქო და ამაზე საპასუხოდ გამარტყა ხელი სახეში. მე დაცვა მაკავებდა, ხედავდა და მაგიტომაც დიდ გულზე მთხლიშა)) ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი და აგებდა პასუხს კანონის მიხედვით. სულ ეს იყო.  პოლიცია კარგად მექცეოდა, ერთადერთი რაც მეეჭვა, რომ ადგილზე იდენტიფიცირება არ მოახდინეს მოძალადეების, რომლებიც მზის აბაზანებს იღებდნენ (ქუცნა და მისი “ქალი ცოლი”), არ შეაწუხეს. თუმცა, ეხლა, როცა ტელევიზიებმა გააშუქეს ეს აღარაა საჭირო. იმედია დაკითხვაზე გადაიყვანეს. ხვალ გავარკვევ,“ – წერს ირაკლი არეშიძე საკუთარ „ფეისბუქზე“.

https://www.facebook.com/Mtavaritvnews/videos/2693588054019609/?t=9

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g