„ვითიბი ბანკი“ სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება.
ბანკის ინფორმაციით, სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელია. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
„ამასთან ერთად, გაუმჯობესებული პირობები, სესხების გაერთიანების და შენატანის შემცირების შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ „ვითიბი ბანკში”.