ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს “სამგურალის” გენერალური სპონსორი გახდა. ბანკსა და წყალტუბოს სამგურალს შორის გაფორმებული მემორანდუმი, კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, ხელი საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.
„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის, ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ მხარს ვუჭერთ მის წინსვლას და განვითარებას“, – აცხადებს არჩილ კონცელიძე, ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი
„მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად, კიდევ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ,“ – აღნიშნავს მიხეილ იაშვილი, საფეხბურთო კლუბ “სამგურალის” პრეზიდენტი.