ახალი არჩევნების მოთხოვნით, პარტია „გირჩი“ შაბათს, 19:00-ზე, პარლამენტთან აქციას აანონსებს.
ოპოზიციური პარტია ინფორმაციას „ფეისბუკზე“ ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს – „შეუერთდნენ მათ გეგმას და ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გააგრძელონ ბრძოლა“.
„ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთკვირიანი ვადა.
დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“ – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ…
Posted by გირჩი • Girchi on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024