LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითხოვთ მოსამართლის გადადგომას და მის დასჯას“ – თელავში მოკლული 26 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

119
თელავში მ ოკლული გოგო

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი თელავის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლე მამუკა წიკლაურის დასჯა და ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვეს.

მოკლულის დედა ამ დრომდე მოსამართლე მამუკა წიკლაურს აკისრებს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ მოსამართლემ საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გათავისუფლებიდან სამ დღეში კი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

„ვითხოვთ მოსამართლის გადადგომას და შემდეგ მის დასჯას, რადგან სწორედ მან გამოუშვა გირაოს სანაცვლოდ პირი, რომელმაც ჩემი შვილი, 3 ბავშვის დედა მოკლა. ახლა სამი ბავშვით მარტო ვარ დარჩენილი, მაგრამ არ გავჩერდები, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. იმ კაცს კი, რომელმაც ჩემი მარიამი მოკლა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მას ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული და მეშინია ბავშვებსაც რამე არ დაუშავოს.

გარდა ამისა, მოვითხოვთ მეტი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამ საქმით და გვერდით დაგვიდგნენ“, – ამბობს მოკლულის დედა ლელა ფირანიშვილი.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, თელავში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“ჩემმა შვილმა მომწერა: ჩქარა, მიშველე, მკლავს” – თელავში მოკლული 26 წლის ქალის დედა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

„ბავშვმა მითხრა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო.. დააჭერინა, იმდენი ეცადეს, რომ გამოაშვებინეს “ – რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

„რისთვის უნდა ვიჯდე, მხოლოდ ამას ნანობს“ – რას ამბობს მოძალადე, რომელმაც ცოლი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა

magti 5g