LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითომ „ქულ“ ზურა „ნაცი“ ჯაფარიძე სითავხედით ადასტურებს ახალგაზრდებს რევოლუციებზე ვესაუბრებიო – იმაზე არ ესაუბრებით, თქვენი ხელისუფლება ადამიანებს ნეკნებში რომ ლეწავდა და ცხედრებს სახურავზე აგდებდა?!“ – ნინო წილოსანი

218
ნინო წილოსანი და ზურაბ ჯაფარიძე

„ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული კურსები აღნიშნული სემინარების დამატებითი ახალი მხარეა. ამ ყველაფერს არასრულწლოვან ბავშვებსაც უზიარებენ. ვითომ „ქულ“ ზურა გირჩი „ნაცი“ ჯაფარიძე დიდი სითავხედით ადასტურებს – რევოლუციებზე ვესაუბრები და ეს ძალიან ნორმალურიაო“, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი და აღნიშნულით პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„სისხლიანი რეცოლუცია“; „პარტიულ და რევოლუციურ განწყობაზე 100 % ჩართული ვართ და ვეთანხმებით“; „თავისუფლების „ვიქენდები პროტესტების ტალღად უნდა გარდაიქმნას“;
„ყველა მიდის იქამდე რომ ეს აქციები, მიტინგები დაპირისპირებაში გადავიდეს“; „ამ გეგმაში ელოდებიან პასუხს – შევვარდეთ“; „ეხლა ნიადაგი მზადდება – რაზე ხართ წამსვლელი“
„მე რომ მივაწვები და შევალ, მომყვებით?“; „გადატირალების მცდოლობაზე ციხეა, მაგრამ გადატრიალებაზე აღარაფერი – მერე ვინღა დაგიჭერს“; „სისტემის პარალიზება უნდა მოახდინო“

„იგრძნობა ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის სურვილი“ – სარჯველაძე ჯაფარიძეს დესტრუქციაში ადანაშაულებს

ამ განცხადებით სარჯველაძე ზურაბ ჯაფარიძის მიერ „ლიბერალური აკადემიაში“ ახალგაზრდების სწავლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სულ უფრო მეტად საშიშ ხასიათს იღებს.

ეს გახლავთ გირჩის და „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ „ტრენინგებზე“ გაჟღერებული ფრაზები. ეს ის საკითხებია, რომლითაც სამწუხაროდ ახალგაზრდებს კვებავენ.

ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული კურსები აღნიშნული სემინარების დამატებითი ახალი მხარეა. ამ ყველაფერს არასრულწლოვან ბავშვებსაც უზიარებენ. ვითომ „ქულ“ ზურა გირჩი „ნაცი“ ჯაფარიძე დიდი სითავხედით ადასტურებს – რევოლუციებზე ვესაუბრები და ეს ძალიან ნორმალურიაო.

ბატონო ზურა, იმაზე არ ესაუბრებით, თქვენი ხელისუფლება რევოლუციაზე კი არა, მარტივ ოპონირებაზე ადამიანებს ნეკნებში, რომ ლეწავდა და ცხედრებს სახურავზე აგდებდა?!

თამამად რომ აცხადებთ იარაღის კურსები ჩვენი ხაზია და ამ შემთხვევაში IRI არაფერ შუაშიაო, იქნებ ისიც დაგვიზუსტოთ გადატრიალების სქემაში იარაღის გამოყენება რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, თუ მოლოტოვის კოქტეილებიც საკმარისია ?

ძალიან მიმძიმს იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანები კვლავ სახეუცვლელი მოძალადეები არიან, თუმცა მახარებს საზოგადოების სიბრძნე რომ ამათ პარანოიას სერიოზულად არასდროს არ ჰყვებიან.“ – წერს ნინო წილოსანი.

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g