LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს

188
BeFunky-collage (26)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა დაცვის წევრი დაჭრეს

უწყების ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა “ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“დღეს რაც ჩაიდინეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა” – ნინო ნადირაძე „ვივამედში“ მომხდარ დაჭრის ფაქტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g