კლინიკა „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე ეხმაურება.
“როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება, თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა((“- წერს ნინო ნადირაძე.
კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა დაცვის წევრი დაჭრეს