ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით დაგეგმილ რეისზე მგზავრების მხოლოდ ნაწილი წაიყვანა. კონკრეტულად კი, 21 რიგის ჩათვლით. მიზეზად კომპანიამ ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.
მგზავრები მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. ზოგიერთმა მათგანმა, რომელთა ბილეთი 21-მდე იყო, ანუ გაფრენა უწევდა, გამგზავრებაზე სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა.
ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია Wizzair-ს 16:00 საათზე უნდა შეესრულებინა.
ჩვენი ინფორმაციით, თვითმფრინავის უკანა ნაწილის, ავარიული გასასვლელის პრობლემა შეექმნა. ხომალდის შეკეთებას ბუდაპეშტში აპირებენ.
უცნობია, რა ბედი ელის სხვა რეისის მგზავრებს.
როგორც “ფორტუნასთვისაა” ცნობილი, ავიაკომპანია მომხდარის შესახებ განცხადებას გაავრცელებს.