LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს, გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც შეძრა მთელი საქართველო”

4387

ნუკრი რევიშვილის მეუღლე თიკო ჩხეიძე ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. შეგახსნებთ, რომ მათი უფროსი ქალიშვილი, ულამაზესი გოგონა ტატა უბედური შემთხვევის – დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

თიკო ჩხეიძე ტატას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკირი იყოს მეამაყება თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო..
ტატაზე რა გითხრათ..ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა ალბათ იმიტომ რომ,მასთან ვერასდროს მოიწყენდი..ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…
დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები