LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვკითხულობთ ბავშვების საქმეს, რომლებმაც 76 წლის მოხუცი მოკლეს, დაკუწეს, შეჭამეს”

180

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე წერს. საქმეზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებმა 76 წლის მოხუცი მოკლეს, დაკუწეს და შეჭამეს, საგამოძიებო ფილმი იქმნება.

როგორც ლია ტოკლიკიშვილი წერს, გამოძიება, რომელსაც ჟურნალისტთა ჯგუფი ატარებს საზოგადოებრივ აზრს ამოატრიალებს.

“არც ვიცი, რა ვთქვა. ვკითხულობთ ბავშვების საქმეს, რომლებმაც 76 წლის მოხუცი მოკლეს, დაკუწეს, შეჭამეს – სამყაროს ის ნაწილი დავინახე, რომელსაც აქამდე წიგნებშიც კი არ შევხებივარ. პირველად ხდება, რომ ვერ ვუძლებ მტკიცებულებების ქექვას. ჩვენი გამოძიება თითქმის სენსაციური იქნება და ამოატრიალებს საზოგადოებრივ აზრს. ყველაზე ნაკლები დამნაშავეები ამ უპრეცედენტო საქმეში ეს ბავშვები არიან. ჩვენ ნამდვილ დამნაშავეებს დავასახელებთ.

დანარჩენი – ფილმში”, – წერს ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისში საზარელი შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა. ხმაურიანი მკვლელობის ცნობილი დეტალები ასეთია:

19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.

ჟურნალისტური გამოძიების პროექტი – “გამომძიებელი რეპორტიორი”, ეთერში ყოველ ორშაბათს გადის. აღნიშნული ამბის შესახებ გადაცემა 2 კვირაში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g