მთავრობისთვის სერიოზული გამოწვევაა საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით რამე ხელშესახებ წარმატებას მიაღწიოს, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომისტმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი გადაწყვეტილება მიღებულია და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკურლება – ხელმოწერილი.
”DCFTA-ით აღებული ვალდებულებები არ არის ადვილად შესასრულებელი, იმიტომ რომ იქ არის მთელი რიგი პირობები. ახლა მთავარია, ვადები არ დაარღვიონ. კურსი აღებულია. ყველა მინისტრს თავისი სამოქმედო გეგმა აქვს და მოქმედებენ ერთიან ჩარჩოში, რასაც მათ მთავრობა წარუდგენს”,- განუცხადა ”ფორტუნას” ვლადიმერ პაპავამ.