რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სომხეთში ჩადის – ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
ტიგრან ბალაიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
ტიგრან ბალაიანმა ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.
