LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

134
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 00:00-მდე გაგრძელდება.

ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპთან შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ვატიკანში გაიმართა, სადაც ისინი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

ცნობისთვის, პუტინმა სამშვიდობო ზავი, 30 საათი ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა არაერთხელ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საპირისპიროს ამტკიცებდნენ მოსკოვში და ზავის პირობების შესრულების დარღვევაში კიევს სდებდნენ ბრალს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ უწოდა მარკეტინგული ხრიკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგებას ისახავდა მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g