LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა დუმას რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება წარუდგინა

166
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“.

ცნობისთვის, რუსეთის და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობებმა ეს „ხელშეკრულება“ 2023 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში გააფორმეს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ თავს „რუსული სამყაროს ნაწილად“ გრძნობენ და ყოველთვის მიისწრაფოდნენ „რუსეთთან ერთად ყოფნისკენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g