უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ავარიაში მოყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ინციდენტი ზაპოროჟიეს ოლქში მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ავტობუსების კოლონის გასწრებას ცდილობდნენ. ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი „Volkswagen Transporter“ იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა. ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა. ცნობილია, რომ ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ.
ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ვლადიმირ ზელენსკი ავარიის დროს მანქანაში არ იმყოფებოდა. ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა.