LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლიერებიდან ღია სივრცემდე – თბილისის ზღვის ახალი ზოოპარკი ახალი ბინადრებითა და იდეებით [ვიდეო რეპორტაჟი]

ზოოპარკი თბილისის ზღვასთან დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 48 ჰექტარს იკავებს. ეს იმაზე 10-ჯერ მეტი ტერიტორიაა, ვიდრე ქალაქის ცენტრში გაშენებული ზოოლოგიური პარკია. რაც, როგორც ზოოპარკის დირექტორი გვიყვება, ტერიტორიის სხვადასხვა სახეობების ზონებად და სივრცეებად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა.

აფრიკის ცხოველებისთვის იგეგმება 12 ჰექტარი მიწის დათმობა. 1.5 ჰექატრზე უკვე დაიდეს ბინა კავკასიურმა მურა დათვებმა, რომლებიც ვოლიერებიდან ღია სივრცეში, ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას სწავლობენ.

ზონებად იქნება დაყოფილი ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ტროპიკული და ცენტრალური აზიის სახეობებისთვის ტერიტორია. დამთვალიერებელი ზოოპარკი საბოლოო სახეს რამდენიმე წელიწადში ნახავს, მანამდე კი უმოკლეს ვადაში მიმდინარეობს კავკასიის სივრცის მოწესრიგება, ცხოველების ვოლიერების აშენება და გასახსნელად მომზადება.

ვოლიერები და სივრცეები დამთვალიერებლებისგან უსაფრთხოების მიზნით, ელექტრო ღობეებით, თხრილებითა და წყლის გუბეებით იქნება გამოყოფილი. იმის მიხედვით, რომელი ცხოველი რა ტიპის უსაფრთხოების ზომების დაცვას საჭიროებს.

ზოოპარკის დირექციას პირველი რიგის სამუშაოების დასასრულებლად 40 მილიონი დოლარი სჭირდება.

თბილისის ცენტრიდან საბოლოო ჯამში 400-მდე სახეობის 1000-მდე ინდივიდის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები