LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen–მა განახლებული Tiguan–ის გამოსახულება გაავრცელა

74
-sb11957

Volkswagen Tiguan მნიშვნელოვანი განახლებისთვის ემზადება და სიახლეს ავტომოყვარულები სავარაუდოდ ზაფხულისთვის იხილავენ. მანამდე კი ბრენდმა მოდელის ოფიციალური თიზერი გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, რომ კროსოვერი ახალ რადიატორის ბადეს და ინოვაციური დიზაინის წინა ბამპერს მიიღებს.

როგორც ბრენდის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, განახლებულ Tiguan სრულიად ახალი დიზაინით წარსდგება და მთავარი ცვლილება კროსოვერის წინა ნაწილს შეეხება.

სალონი ისეთივე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, როგორიც Volkswagen Golf–ის შემთხვევაში გამოიყენეს. სავარაუდოდ, ღილაკების ადგილს მთლიანად სენსორები დაიკავებენ. Golf–ისგან კროსოვერი მძღოლის დახმარების ინოვაციურ სისტემასაც მიიღებს.

და ბოლოს, როგორც ცნობილია Volkswagen Tiguan ჰიბრიდი იქნება და ძრავთა ვარიაციაში Evo–ს ბენზინის აგრეგატი TSI და დიზელის – TDI იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g