უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსთაველზე გამართული აქციის კადრებს აქვეყნებს. ვიდეოში აქციის კადრებთან ერთად, მისი და დავით არახამიას ქართველებისადმი მიმართვებია.
ზელენსკის განთავსებულ ვიდეოში აქციის კადრებს უკრაინის ჰიმნი აქვს ფონად.
უკრაინის პრეზიდენტმა აქციაზე შეკრებილებისთვის მიმართვისას, მებრძოლებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავისი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების პარალელი გაავლო.
ზელენსკის მრჩეველმა დავით არახამიამ კი ქართველების ოლიგარქის ტყვეობაში მოქცევა ახსენა და უკრაინის დახმარება აღუთქვა საქართველოს ევროპული ოჯახში შეერთების გზაზე.