LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს

612
fsfsfsfs

ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა და ნობელის პრემიის ნომინაციის პროცედურის 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება სთხოვა, რათა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rubryka ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს 36 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს, მათ შორის არიან პოლიტიკოსები ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან.

“მოწმე ვართ უკრაინელი ხალხის გამბედაობის, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. დაწყებული დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, დამთავრებული ქვეყნისთვის საბრძოლველად მიმავალი კაცით, რომელიც ოჯახს თვალცრემლიანი დაემშვიდობა, უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას უწევს ავტორიტარიზმის ძალებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა, “- ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g