LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს

155
ზელენსკი

უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს, – აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში კენჭი უყარონ კანონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსებმა ამ კანონით შეძლეს, დაესვათ საკითხი, რომ ჩვენი ხალხი არ არის მზად სახელმწიფოს დაცვის გასაგრძელებლად.

დასავლეთი კი გვეკითხება – მობილიზაცია თუ არ გინდათ, პარლამენტს არ სურს ხმის მიცემა, მაშინ რატომ გჭირდებათ დახმარება? რატომ უნდა დაგეხმაროთ?”- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები