LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს დნეტროპეტროვსკის დაბომბვას

121
zelenski

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების ვადა დამოკიდებულია რუსული მხარის დანაკარგების ოდენობაზე.

„რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება, მით უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა იმაზე ფიქრი, როგორ მიაყენონ მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები, რადგან როგორც ზელენსკიმ განაცხადა, 43 000 დაღუპული რუსი სამხედრო საკმარისი არგუმენტი არ არის რუსეთის ხელისუფლებისთვის ომის დასასრულებლად და საჭიროა მეტი მსხვერპლი.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და სამართლდამცვავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკის დღევანდელ დაბომბვას. 13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი – მძიმე მდგომარეობაში. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g