LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ოკუპირებული დასახლებების რაოდენობა დაასახელა

226
BeFunky-collage - 2023-02-26T004622.475

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის 1 877 დასახლებაა ოკუპირებული.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი 90%-ზე მეტით განადგურდა და ქალაქში ყველა შენობა დანგრეულია.

„ჩვენ ვიბრძვით უკრაინის მიწაზე იმისთვის, რის გარეშეც თქვენ, მეგობრებო, ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. ეს არის ელემენტარული უსაფრთხოება, თავისუფლება და ცხოვრება კანონის მიხედვით, ეს არის ადამიანის ღირსება და ყველა ადამიანის უფლება, მარტივი რამ, რასაც ახლა მოკლებულია უკრაინის 1877 ქალაქი და სოფელი. ოკუპანტი იბრძვის, რომ ეს რიცხვი გაზარდოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა.

 

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

სად ცხოვრობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ – კადრები დოკუმენტური ფილმიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g