LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდინი: თუ საქართველოს საზღვარზე რუსებს ხელმოწერას სთხოვენ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ეს დანაშაულია

109
ვოლოდინი და რუსები საზღვარზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პარლამენტს მიმართა, ყურადღება დაუთმოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს ანტირუსულ „დოკუმენტებზე“ ხელის მოწერას აიძულებენ.

„თუ ეს მართალია და ჩვენი მოქალაქეები ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, ცხადია, ეს არის დანაშაული. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

ვოლოდინმა ისაუბრა „დოკუმენტის“ პუნქტებზე, რომლებზეც თითქოს რუსებს საქართველოში გამგზავრებისას ხელმოწერას სთხოვენ.

მისი მტკიცებით, მოგზაური უნდა დაეთანხმოს, რომ რუსეთის ფედერაცია არის „აგრესორი ქვეყანა“ და დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დოკუმენტურად აღიაროს, რომ გმობს რუსეთის ქმედებებს „დამოუკიდებელ სახელმწიფოების წინააღმდეგ“.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა პალატის კომიტეტების ხელმძღვანელებს სიტუაციის შესწავლა დაავალა და თქვა, რომ თუ ინფორმაცია დადასტურდება, საჭირო იქნება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g