LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიაჩესლავ ვოლოდინი: „იანკებო, ხელები შორს პუტინისგან!“

146
Untitled design

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმიანება.

ვოლოდინის მტკიცებით, „დასავლეთი ისტერიკაშია“. აქვე დუმის სპიკერი განმარტავს, რომ ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები რუსეთს არ ეხება.

„იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთი ისტერიკაშია. ვაშინგტონსა და ბრიუსელს ესმით, რომ თუ არის პუტინი, არის რუსეთი და ამიტომაც თავს ესხმიან მას“, – აცხადებს ვოლოდინი.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ“, – განაცხადა ვოლოდინმა.

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ბორელი: პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს

რუსეთი არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას – როგორ ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერი გაცემას

ისტორიული გადაწყვეტილებაა – ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

ბაიდენი პუტინის დაკავების ორდერზე: ეს ძალიან ძლიერი სიგნალია, პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები